არჩევნები 2020

გოგიჩაიშვილი ოპოზიციის მემორანდუმზე: როგორ შეიძლება, ბილწს ზავით შეეკრა

მათ მიმართ ნდობა არ არსებობს, როგორ შეიძლება, ბილწს ზავით შეეკრა, ან როგორ შეიძლება, ამ ადამიანებთან ერთად, რაიმე პოლიტიკური აქტი განახორციელო, განსაკუთრებით, იმ ადამიანებისგან მაინტერესებს, ვისთვისაც ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყო მნიშვნელოვანი, დღეს, ირინა ენუქიძის გარდაცვალების, ბუტა რობაქიძის დაბადების დღეზე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკური აქტის ხელმოწერა მე მიმაჩნია უზნეობად.

ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოს ოლქში, ლევან გოგიჩაიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს, რომ "ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს ნაციონალური მოძრაობის და გიგი უგულავას დახმარების გარეშეც, რამენაირად ამას მოვახერხებთ". 30-მდე პარტიამ საკუთარი და ერთმანეთის ამომრჩევლის ხმების დაცვის მემორანდუმი 24 აგვისტოს გააფორმა.

კომენტარები