ევროპული საქართველო

ბაქრაძე: თითოეულმა ადამიანმა არჩევნები მომავლის უკეთესობისკენ შეცვლისთვის უნდა გამოიყენოს

ადამიანებს აღარ უნდათ უმუშევრობა, აღარ უნდა სიღარიბე და უპერსპექტივობა, აღარ უნდათ, რომ ოჯახებს კვლავ აწუხებდეთ კრიმინალი და გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის მხოლოდ ერთი - არჩევნები იმიტომ, რომ ცვლილებების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა არჩევნები უნდა გამოიყენოს არა იმისთვის, რომ ვიღაც აირჩიოს და კაბინეტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი და საკუთარი ოჯახის მომავალი შეცვალოს უკეთესობისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამის შესახებ ხონში კაკო ბობოხიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის დროს ისაუბრა. კაკო ბობოხიძე ხონში, ვანში, სამტრედიასა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

კომენტარები