ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კახა კალაძე

პარტაქტივი, ბოტები, ტროლები - ვისთან ერთად ებრძვის კახა კალაძე ფეიკნიუსებს

პარასკევი, 26 ივნისი, 2020 - 15:39
Facebook.com/Kakha Kaladze
tbl.ge/4v7c
დაკოპირდა

 

გუშინ, 25 ივნისს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საკუთარ Facebook გვერდზე პირველი Live ჩართვა გააკეთა, სადაც მისი თქმით, ფეიკნიუსებს ებრძოდა.

სხვადასხვა არხის სიუჟეტების განხილვის დროს Live-ის ქვევით კომენტარები ჩნდებოდა, სადაც Facebook მომხმარებლები დაუზარლად აქებდნენ კახა კალაძეს კარგად გაკეთებული საქმეებისთვის.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისის მერის მუშაობით კმაყოფილები არიან და ამისთვის გამოვიყენეთ პლატფორმა Vin Vin Aris-ის "დამატება". ამ დამატების საშუალებით, შესაძლებელია, მეტნაკლები სიზუსტით დავადგინოთ Facebook მომხმარებელი ბოტია, სახელისუფლებო ტროლი, პარტაქტივი, თუ სახელმწიფო მოხელე.

კახა კალაძის Live ჩართვის ქვეშ შეკრებილთა დიდი ნაწილი სწორედ ამ ჯგუფებს მიეკუთვნებოდა. გაეცანით მათგან რამდენიმეს: 

კომენტარებში ასევე აქტიურობდა "ქართული ოცნების" დეპუტატი, რიმა ბერიძე, რომელმაც რვა კომენტარი დაწერა და ყოველ მათგანში აღნიშნავდა, რომ კახა კალაძე ღირსეული ადამიანია და მის ძლიერ გუნდს წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე იმ პარტიის გენერალური მდივანია, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა. 2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ანგარიში. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, გვერდები ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში და ამრავლებდნენ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივს.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი მედიასააგენტო ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. Facebook-მა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

კახა კალაძეფეიკნიუსებიLiveFacebookვინ ვინ არისბოტებიტროლები

ამავე თემაზე

  • კვირა, 1 მარტი, 2026 - 18:09ტაბულას უთხრეს, რომ კალაძე დუბაიში "ჩარჩა", მერიაში არ იციან – სადაა
  • ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026 - 00:20კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
  • ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025 - 15:49კალაძე: ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 11:53ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნისკენ გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი
  • პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025 - 13:34კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 00:39

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:43

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:06

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 21:19

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 20:46

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს

ყველაზე კითხვადი

დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
1დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
2ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
3WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
4ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
5ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕