დანია

დანიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა

დანია აზიის გარეთ პირველი ქვეყანაა, სადაც ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც მაისში დანია შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე გადავიდა, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა.

მეორე ეტაპზე რესტორნები, კაფეები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. მანამდე კი, აპრილიდან, ქვეყანაში სილამაზის სალონების, სკოლებისა და ზოგიერთი მცირე ბიზნესის მუშაობის გაგრძელება დაუშვეს.

"საზოგადოებაში [ვირუსის] გადადების მაჩვენებელი კვლავ ძალიან დაბალია," - განაცხადა დანიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. 

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი ტესტი ტარდება, ახალი შემთხვევების მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.

ქვეყანაში გასული სამი კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსით დღეში 0-დან 4 ადამიანამდე იღუპება. პიკმა 31 მარტს ჩაიარა, როდესაც ახალ ვირუსს ერთ დღეში 22 პაციენტი ემსხვერპლა. დანიაში ახალი კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ივნისიდან დღეში 100-ზე ნაკლებია. 

"გადადების მხრივ, არ არსებობს შესამჩნევი ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ აპრილსა და მაისში ნელ-ნელა გახსნა დავიწყეთ," - განაცხადეს დანიაში.

8 ივნისიდან დანიაში 50 პირის შეკრება უკვე დაშვებულია. მანამდე მხოლოდ 10 ადამიანს შეეძლო შეკრება.

27 მაისს დანიის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დანიაში სკოლების გახსნის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა.

დანიაში ახალი ვირუსი 11 000-ზე მეტ ადამიანის დაუდასტურდა. 593 გარდაიცვალა, 10 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები