დანია

დანიის ერთ-ერთმა აეროპორტმა უცნობი დრონების გამოჩენის გამო მუშაობა შეაჩერა

ოლბორგის აეროპორტი

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დანიაში ოლბორგის აეროპორტმა უცნობი დრონების გამოჩენის გამო მუშაობა რამდენიმე საათით შეაჩერა.

პოლიციის განცხადებით, დრონები ოლბორგის ტერიტორიის საზღვრებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ გავიდნენ.

პოლიციაში დაამატეს, რომ ოლბორგის აეროპორტის დახურვამ დანიის შეიარაღებულ ძალებზეც  იმოქმედა, რადგან ის სამხედრო ბაზის ფუნქციასაც ასრულებს.

დანიის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ გამოძიებაში პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ პოლიციასთან ითანამშრომლებენ, თუმცა დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

22 სექტემბრის საღამოს უცნობმა დრონებმა დანიისა და ნორვეგიის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს, რის გამოც კოპენჰაგენსა და ოსლოში აეროპორტები რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად დაიკეტა.

Reuters აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, დანიაში მომხდარი შემთხვევები რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები