მადონა

მადონა: ახალი კორონავირუსი 7 კვირის წინ, პარიზის ტურნეს დროს მქონდა

მადონა Madame X-ის მსოფლიო ტურნეში.

რამდენიმე კვირის წინ, მადონამ თქვა, რომ ორგანიზმში ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. ამჯერად კი, ლეგენდარული მომღერალი მოყვა, როდის დაემართა ვირუსი.

მან Instagram-ზე დაწერა, რომ პარიზში ტურნეს მიწურულს ის და სხვა არტისტები ძალიან ცუდად იყვნენ.

"როდესაც ანტისხეულებზე დადებითი პასუხი გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გქონდა. მე ნამდვილად მაშინ მქონდა, როდესაც 7 კვირის წინ, პარიზის ტურნეს მიწურულს, სხვა არტისტებთან ერთად ავად ვიყავი. თუმცა, ჩვენ მაშინ ვიფიქრეთ, რომ ცუდი ვირუსი გვქონდა. მადლობა ღმერთს, რომ ახლა ყველანი ჯანმრთელები ვართ", - წერს მადონა.

მადონამ პარიზში კონცერტი 22 თებერვალს ჩაატარა. მას "Madame X"-ის ტურნეს ფარგლებში კიდევ ორი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მარტში საფრანგეთის მთავრობამ ხალხმრავალი შეკრებები აკრძალა.

გარდა ამისა, პოსტში მომღერალმა ხალხს ამცნო, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის 1.1 მილიონი დოლარი გაიღო.

კომენტარები