მადონას მენეჯერის ინფორმაციით, მომღერალმა "სერიოზული ბაქტერიული ინფექციის" გამო რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა, ის კვლავ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ველით სრულ გამოჯანმრთელებას". – წერს ამერიკელი მომღერლის მენეჯერი, გაი ოსიარი.
ოსიარმა ასევე აღნიშნა, რომ მადონას მოუწევს დაგეგმილი ტურის გაუქმება, რომელიც 15 ივლისს, კანადის ქალაქ ვანკუვერში უნდა დაწყებულიყო.