ახალი კორონავირუსი საქართველოში

ჭიაბერაშვილი: გერმანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინფექციის პიკი ზამთარში იქნება

ჯერჯერობით, ვირუსი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მხოლოდ მზარდია. სამწუხაროდ, მსოფლიოს წამყვანი ვირუსოლოგები გვაფრთხილებენ აშშ-დანაც და გერმანიიდანაც, რომ ეს არ არის არც ერთთვიანი, არც 2-თვიანი, არც 3-თვიანი პრობლემა. ვიყოთ რეალისტები. ზუსტი მოდელი, როდის დასრულდება ვირუსი, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც არ აქვთ. ამაზე გერმანელებიც მუშაობენ და ვარაუდობენ, რომ ინფექციის პიკი გვექნება ზამთარში. ბევრი, ვინც ჩემგან ამას მოისმენს, შეიძლება ჩემზეც გაბრაზდეს, მაგრამ ეს არის რეალობა.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები