კორონავირუსი

WHO-ს დირექტორი: კორონავირუსის პანდემია დასრულებისგან შორს არის

ABC

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრაიესუსის თქმით, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის

"ჩვენ წინ გრძელი გზა და ბევრი სამუშაო გვაქვს", - თქვა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.  

მისივე თქმით, თუ ქვეყნები სწორ ზომებს მიიღებენ, პანდემიის მეორე ტალღის შეჩერება შესაძლებელი იქნება. გებრაიესუსის თქმით, აფრიკაში, აღმოსალეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების ზრდით შეშფოთებულია. 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. აღირიცხა COVID-19-ით გარდაცვალების 211 960 და გამოჯანმრთელების 925 857 ფაქტი. 

ინფიცირების ყველაზე მეტი, 1 010 507 შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული. ქვეყანაში 139 162 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 56 803 კი გარდაიცვალა. ევროპაში ინფიცირების ყველაზე მეტი, 229 422 შემთხვევა ესპანეთში ფიქსირდება. აქ COVID-19-ით 23 521 ადამიანი გარდაიცვალა და 120 832 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში ესპანეთს იტალია უსწრებს, აქ კორონავირუსს 26 977 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები