ცნობილი ადამიანები

სემ სმიტი: COVID-19-ის ტესტირება არ გამიკეთებია, თუმცა, ვიცი, რომ ვირუსი მქონდა

სენ სმიტი “One World: Together at Home”-ის ონლაინ კონცერტზე.

სემ სმიტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალ კორონავირუსზე ტესტირება არ ჩაუატარებია, დარწმუნებულია, რომ ინფიცირებული იყო. ბრიტანელმა მომღერალმა ამის შესახებ Apple Music-ზე, ზეინ ლუისთან ისაუბრა.

"ტესტირება არ ჩამიტარებია, თუმცა, ვიცი, რომ ინფიცირებული ვიყავი. 100%-ით დარწმუნებული ვარ. ყველაფერი, რაც წამიკითხავს, ემთხვეოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ახალი კორონავირუსი მქონდა", - თქვა მან.

სემ სმიტის თქმით, სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის შემდეგ, მის დასაც იგივე სიმპტომები დაეწყო.

"მას შემდეგ, რაც მე გამომივლინდა, ჩემს დასაც, დაახლოებით 5 დღეში, იგივე სიმპტომები დაეწყო. ის ჩემთან ერთად ცხოვრობს. ჩვენი სამი კვირის განმავლობაში თვითიზოლირებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით ამის შესახებ", - თქვა მან.

მომღერლის თქმით, კარანტინში ყოფნის დროს სიმღერებზე მუშაობდა.

კომენტარები