ცნობილი ადამიანები

ეშტონ კაჩერმა და მილა კუნისმა ღვინის წარმოება დაიწყეს - თანხას ქველმოქმედებას მოახმარენ

ეშტონ კაჩერმა და მილა კუნისმა "კარანტინის ღვინის" წარმოება დაიწყეს, რომლის გაყიდვიდანაც შესულ თანხას ახალი კორონავირუსის ზიანის შემცირებას მოახმარენ.

მათი თქმით, ისინი სრულად თანხას საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხავენ.

"ჩვენ ვეძებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ავრცელებენ დამცავ აღჭურვილობებს, ეხმარებიან ბავშვებს გამოკვებაში და ასევე, ეხმარებიან ამ პერიოდში დაზარალებულ ბიზნესებს", - თქვა ეშტონ კაჩერმა.

წყვილის თქმით, კარანტინის დროს ადამიანების უმეტესობა ალკოჰოლური სასმელების დალევით ერთობა, სწორედ ამიტომ, მათ დახმარების ეს გზა აირჩიეს.

"ჩვენ გავსინჯეთ ღვინო და ის გემრიელია", - თქვა ეშტონ კაჩერმა.

კომენტარები