კორონავირუსი

ცერცვაძე: Covid-19 ერთერთი ყველაზე მძიმე და რთულად სამართავი დაავადებაა ექიმისთვის

მე, როგორც მკურნალი ექიმი, ერთ რამეს დავამატებ. ეს დაავადება უფრო მძიმედ სამკურნალოც აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. არ არსებობს მისი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები, მაგრამ არსებობს რიგი მედიკამენტისა, რომლებსაც საქართველოშიც წარმატებით ვიყენებთ. ისინი ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალურობის შემთხვევებს. რაც მთავარია, არსებობს სიმპტომური და დამხმარე თერაპია და ამ სიმპტომური და დამხმარე თერაპიის გამოყენებამ სწორედ გადაარჩინა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს უფრო რთული გასაკეთებელი გამოდგა, ვიდრე თავიდან გვეგონა. ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე და ერთერთი ყველაზე რთულად სამართავი დაავადება ექიმისთვის.

16 აპრილს თენგიზ ცერცვაძის პასუხის ამონარიდი ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა მრევლს, რომელსაც ვერც ხელისუფლებამ და ვერც ეკლესიამ უთხრა, რომ ტაძრებში არ წავიდნენ და სახლებში ილოცონ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ეკლესიები წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში ატარებენ, უცვლელი დარჩა ერთი კოვზით ზიარების წესიც. საპატრიარქო საქართველოს კანონს არ ემორჩილება და პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელება საეკლესიო დღესასწაულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები