კორონავირუსი

ცერცვაძე: Covid-19 იმაზე მეტად გადამდები, სახიფათო და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ

მე შემიძლია, როგორც ექიმმა ერთი რამე ვუთხრა, რომ ეს ინფექცია იმაზე უფრო გადამდები და ადვილად გავრცელებადი გამოდგა, ვიდრე თავიდან გვეგონა. თქვენ ხედავთ, რომ რომელიღაც კლასტერში გაჩნდა ერთი დაავადება და რომელიღაც კლასტერში ჩნდება რამოდენიმე და რამოდენიმე ათეული. ესე იგი, ეს გადამდებია, ძალიან გადამდებია, თავს ნუ მოვიტყუებთ, გრიპზე უფრო მეტად გადამდებია. ეს დაავადება აღმოჩნდა უფრო სახიფათო და უფრო მძიმე, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ. თავიდან სიკვდილიანობა იყო 2-3%-მდე, ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ უფრო ნაკლები 1-1.5% და ახლა გადახედეთ. მე სპეციალურად მოვიტანე მონაცემები, საშუალო სიკვდილიანობა არის 5%, 5-6%, ისიც ზოგიერთი არაევროპული ქვეყნების ხარჯზე, ხოლო ევროპის მოწინავე ქვეყნებში და აშშ-ში 10%-ს უახლოვდება და აჭარბებს ზოგან - ესე იგი, ეს დაავადება უფრო მძიმეა, ვიდრე თავიდან თვლიდნენ.

16 აპრილს თენგიზ ცერცვაძის პასუხის ამონარიდი ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა მრევლს, რომელსაც ვერც ხელისუფლებამ და ვერც ეკლესიამ უთხრა, რომ ტაძრებში არ წავიდნენ და სახლებში ილოცონ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ეკლესიები წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში ატარებენ, უცვლელი დარჩა ერთი კოვზით ზიარების წესიც. საპატრიარქო საქართველოს კანონს არ ემორჩილება და პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელება საეკლესიო დღესასწაულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები