ახალი კორონავირუსი საქართველოში

კვირიკაშვილი: შესაძლებელია 21:00-დან დილის 6-მდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ეს უფლის სახლია

აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია, ანუ ყველა იმ ადამიანის სახლიცაა, ვინც სასოებით მიეახლება უფალს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღირსეულად დავძლიოთ ის გამოწვევა, რომლის მსგავსი და უფრო მძიმე არაერთი განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ერის და ბერის ერთიანობით გადაულახავს.

წერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. პატრიარქის პრესსპიკერი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი ხვალ გახდება.

კომენტარები