ქუთაისი

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, თანამდებობას ტოვებს

გიორგი ჭიღვარია/Facebook

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია გადადგა. 

გავრცელებულ განცხადებაში ჭიღვარია გადადგომის მიზეზს არ ასახელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის.

მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!" - წერს ჭიღვარია.  

1 აპრილს თანამდებობა დატოვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ, 5 აპრილს კი ონის მუნიციპალიტეტუს მერი, ემზარ საბანაძე გადადგა. 

კომენტარები