ათონის მთაზე კორონავირუსი კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 4 შემთხვევა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი დიდ ბრიტანეთში იმ ბერთან ერთად მოგზაურობდნენ, რომელსაც COVID-19 29 მარტს დაუდგინდა.
მათი ასაკი 40-დან 55 წლამდეა. ისინი ის სალონიკში, AHEPA-ს ჰოსპიტალში მკურნალობენ.
დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი კარანტინში იყვნენ.
ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 მარტს დაიხურა.