კორონავირუსი ჩინეთში

ჩინეთში კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხის გამო ეროვნული გამოცდები ერთი თვით გადაიდო

Reuters

ჩინეთში კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხის გამო ეროვნული გამოცდები ერთი თვით გადაიდო. გამოცდები 7-8 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა. გასულ წელს გამოცდებზე 10 მილიონზე მეტი სტუდენტი გავიდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების შემცირების მიუხედავად აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეპიდემიის დასრულებულად გამოცხადება ნაადრევია.

27 მარტიდან ჩინეთში ახალი ინფიცირების შემთხვევები კლებულობდა, თუმცა 31 მარტს კვლავ მოიმატა. ყველა შემთხვევაში ვირუსი უცხოეთიდან ჩინეთში დაბრუნებულ პირებს დაუფიქსირდათ. სულ ჩინეთსი ვირუსის შეტანის 771 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის გამო აეროპორტებში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და კარანტინის წესები.

ვუხანში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა, უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში ვირუსით დაავადების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ბოლო მონაცემებით ჩინეთში ვირუსი სულ 81,518 ადამიანს გამოუვლინდა, დაიღუპა 3,305, გამოჯანმრთელდა 76,052.

კომენტარები