კორონავირუსი ჩინეთში

პეკინში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო ერთ-ერთი ბაზარი დახურეს

Reuters

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო ერთ-ერთი ბაზარი დახურეს და ზომების გამკაცრებას განიხილავენ. თვეზე მეტია, ქალაქში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა 12 ივნისს 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანის წყარო აგრარული ბაზარია.

კარანტინი გამოცხადდა იმ უბანში, სადაც ბაზარი მდებარეობს, თუმცა ვირუსი მეზობელ ლიანონინის პროვინციაში უკვე გავრცელდა.

დედაქალაქის მიმდებარე 10 ქალაქში მოსახლეობას მოუწოდეს პეკინში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ.

ახალი კორონავირუსი გასულ წელს პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელდა. მას შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 83 132 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა - 4 634. ჩინეთის მთავრობა ირწმუნება, რომ კარანტინის მკაცრი ზომების მეშვეობით მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები საზღვარგარეთიდან იყო შეტანილი.

კომენტარები