კორონავირუსი ჩინეთში

4000 ჩინური კინოთეატრი შესაძლოა ვერ გაიხსნას

Variety

ჩინეთის კინოს ასოციაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყნის კინოთეატრების 40% ვეღარ გაიხსნება.

ასოციაციამ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 12 ათასზე მეტმა კინოთეატრმა მიიღო მონაწილეობა. შედეგების მიხედვით მხოლოდ 7000 დაწესებულება შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას.

მიუხედავათ იმისა რომ ჩინეთის მთავრობამ კინოთეატრებს მუშაობის ნებართვა მისცა, მფლობელების დიდი ნაწილი გახსნისგან თავს იკავებს.

კომენტარები