კორონავირუსი ჩინეთში

კვლევის მიხედვით, უხანში Covid-19-ით 500 000-მდე ადამიანი იყო დაავადებული

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ქალაქ უხანში, სადაც Covid-19 პირველად გავრცელდა, სხვადასხვა ეტაპზე მოსახლეობის თითქმის 5% დაავადდა.

ქალაქში სულ 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსით თითქმის 500 000 ადამიანი დაავადდა. ეს რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის 10-ჯერ მეტია.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქალაქში დაავადებულთა რიცხვმა 50 354-ს მიაღწია, სულ ქვეყანაში კი 87 027-ს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ასიმპტომურ შემთხვევებს სტატისტიკაში არ ასახავს.

კვლევის განმავლობაში როგორ უხანში, ასევე ხუპეის პროვინციაში, დედაქალაქ პეკინში, შანხაიში და კიდევ 4 პროვინციაში ნიმუში აიღეს 34 000 ადამიანისაგან. მათ 4.43%-ს ორგანიზმში კორონავირუსი ანტისხეულები აღმოაჩნდა.

მიმდინარე თვეს ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს რეალური მონაცემების დამალვაში.

CNN ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პირველ თვეებში ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავდა.

ვრცლად: CNN: კორონავირუსის გავრცელების პირველ თვეებში ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავდა

მომავალ თვეს ქვეყანაში მეცნიერების საერთაშორისო გუნდი ჩავა, რომელიც ვირუსის წარმოშობას შეისწავლის.

კომენტარები