კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა 24 მარტთან შედარებით იკლო

ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა 24 მარტთან შედარებით იკლო.

25 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში Сovid-19-ით ინფიცირების 5 552 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 443 შემთხვევა დაფიქსირდა. 24 მარტს, კი ესპანეთში 6 922 ინფიცირებისა და 680 გარდაცვალების ფაქტი იყო აღრიცხული.

დღევანდელი მონაცემები ასევე ნაკლებია 23 მარტს დაფიქსირებულ ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებზეც.

მთლიანობაში, 25 მარტის მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 47 610 ადამიანი, გარდაცვლილია 3 443 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია - 5 367.

ვირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთს გაუსწრო, სადაც 3 281 ადამიანია დაღუპული.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 452 186-ია, გარდაცვლილია 20 494 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია - 113 120.

კომენტარები