კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთში COVID-19-ით 22 ადამიანის ინფიცირებისთვის კაცი დააკავეს

Reuters

ესპანეთში თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, პოლიცია მას 22 ადამიანის Covid-19-ით ინფიცირებაში ადანაშაულებს.

პოლიციის ცნობით, დაკავებული  40 წლის კაცი მიუხედავად Covid-19-ის სიმპტომებისა, მაღალი სიცხე და ხველება, აგრძელებდა მუშაობას, უარს ამბობდა სახლში წასვლაზე და აგრძელებდა სპორტდარბაზში სიარულსა და ვარჯიშს. PCR ტესტის გაკეთების შემდეგ, პასუხის მიღებიდან სამსახურშიც მივიდა და სპორტდარბაზშიც. პოლიციის ცნობით, როდესაც თანამშრომლებმა უთხრეს, სახლში წასულიყო, უარი თქვა, რის შემდეგაც რამდენჯერმე მოიხსნა ნიღაბი, ახველებდა თანამშრომლების მიმართულებით და ამბობდა, რომ ყველას კორონავირუსს გადასდებდა.

კორონავირუსი მის 5 თანამშრომელსა და იმავე სპორტდარბაზის 3 წევრს დაუდასტურდა. ინფექცია გამოუვლინდა დაკავებულის ოჯახის წევრებსაც, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს.

პოლიციის თანახმად, ყველა ინფიცირებულმა Covid-19-ი მსუბუქად გადაიტანა და ავადმყოფობას გართულებები არ მოჰყოლია.

კომენტარები