კორონავირუსი

დეკანოზი თამაზი: არცერთი საეკლესიო წესის შესრულება არ არის ერთი ადამიანის სიცოცხლეზე მეტი

ხვალ, კვირას, მიუნხენში წირვა არ ჩატარდება. ტაძარსაც, სამწუხაროდ ვერ გავაღებთ ხელისუფლების მიერ დაწესებული Ausgangssperre-ს გამო. ამჯერად, ვილოცოთ სახლებში, როგორც ქრისტე გვეუბნება: ”...როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, მოიხურე კარი და ილოცე ფარულად შენი მამის მიმართ.” (მთ. 6,6)

გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, არცერთი საეკლესიო წესის შესრულება არ არის თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე მეტი. ახლა ერთმანეთზე ზრუნვაა უფლის მსახურებაც. იქნებ ამ განსაცდელში უფალს სურს ნახოს, რამდენად ვუფრთხილდებით ერთმანეთს ადამიანები?! გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, დავრჩეთ სახლში, მოვერიდოთ ერთმანეთთან კონტაქტს, მოვიქცეთ გონივრულად, რათა უფალიც შეგვეწიოს ამ დაავადების დამარცხებაში.

უფალი იყოს ჩვენი შემწე!

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

კომენტარები