საგანგებო მდგომარეობა

გახარია: იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალება. 

გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. 

"მიუხედავად იმისა რომ ბევრი ღონისძიება უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დრეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა თელი ქვეყნის მასშტაბით. ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე"- თქვა გახარიამ. 

კომენტარები