კორონავირუსი

რა ვაკეთოთ იზოლაციისას - უფასო კურსები, ენის სწავლა, ვარჯიში და მუზეუმები ონლაინ

კადრი ფილმიდან "Home Alone"
Identity Magazine

გასული კვირების განმავლობაში ახალი კორონავირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთ უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. როგორც ცნობილია, ვირუსით დაავადებული ადამიანი ისე შეიძლება ავრცელებდეს მას, რომ ეს თავადაც არ იცოდეს - ვირუსს ადამიანის ორგანიზმში მოხვედრიდან 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდი აქვს და შესაძლოა, სიმპტომების გამოვლენამდე, დაავადებული პირი გამავრცელებელი იყოს. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნების ნაწილი კარანტინშია ან მოსახლეობას ურჩევენ, რომ სოციალური კონტაქტი თავიდან აირიდონ და თვითიზოლაციის წესები დაიცვან. ამიტომ, ამჟამინდელი გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის გათვალისწინებით, ადამიანების ნაწილი უმეტეს დროს სახლში ატარებს და შეიძლება, სახლიდანაც სწავლობს ან მუშაობს. დღეების განმავლობაში სახლში ყოფნა, შეიძლება, მომაბეზრებელი იყოს, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რითაც სახლში ყოფნის დროს, შეიძლება, თავი შეიქციოთ, რაიმე ახალი აღმოაჩინოთ და ისწავლოთ, ივარჯიშოთ ან გაერთოთ.

უფასო ტური ცნობილ მუზეუმებში

ნიუ-იორკიდან სეულამდე - მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში დაცული ნამუშევრების ვირტუალურად ნახვა უფასოდ შეგიძლიათ. 

ლონდონი - British Museum; ნიუ-იორკი - Guggenheim Museum; ვაშინგტონი - National Gallery of Art; პარიზი - Musée d’Orsay; სეული - National Museum of Modern and Contemporary Art; ბერლინი - Pergamon Museum; ამსტერდამი - RijksmuseumVan Gogh Museum; ლოს-ანჯელესი - The J. Paul Getty Museum; ფლორენცია - Uffizi Gallery; სან-პაულუ - MASP; მეხიკო - National Museum of Anthropology.

უფასო ონლაინ კურსები

ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ, მსოფლიოს წამყვანი უნივერისიტეტების მიერ სრულიად უფასოდ შემოთავაზებული 450 სასწავლო კურსი ნახოთ, თითქმის ყველა სპეციალობისთვის, რომლის შესწავლაც თქვენ სახლიდან გაუსვლელად, თქვენი კომპიუტერებიდან ან სმარტფონებიდან შეგიძლიათ. 

აღსანიშნავია, რომ Coursera და Edx სხვადასხვა შინაარსის საგანმანათლებლო კურსის მოძიების და შესწავლის საშუალებას იძლევა. აქვე, თუ ხელოვნებით ხართ დაინტერესებული, ონლაინ პლატფორმა Artsy გთავაზობთ ხელოვნების ისტორიის შემსწავლელ 10 უფასო ონლაინ კურსს.

ფიზიკური ვარჯიში

სახლის პირობებში, სადაც არანაირი დამატებითი აღჭურვილობა გჭირდებათ, ეფექტური ვარჯიშისთვის ინტერნეტსივრცეში უამრავი უფასო YouTube ვიდეო ან აპლიკაცია არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ იოგა, იცეკვოთ Zumba, აყვეთ Just Dance-ის ცეკვებს, გააკეთოთ კრივის ვარჯიშები და სხვა. სულ გაინტერესებდათ, როგორ ვარჯიშობენ Victoria's Secret-ის მოდელები? ნახეთ აქ და თუ გსურთ, ივარჯიშეთ თქვენც მათთან ერთად.

გაფრთხილება: ვარჯიშების გადაამოწმეთ ექიმთან, რამდენადაა მიზანშეწონილი თქვენთვის ამა თუ იმ ვარჯიშის გაკეთება.

უცხო ენების შესწავლა

ნებისმიერ უცხო ენის შესწავლას სჭირდება დრო და თუ თქვენ აქამდე ამისთვის ვერ იცლიდით, ახლა იდეალური დროა.

Duolingo ერთერთი ყველაზე ცნობილი ვებგვერდი და აპლიკაციაა, სადაც შეგიძლიათ, საწყისი ეტაპიდან 36 ენის შესწავლა დაიწყოთ. მსგავსი აპლიკაციებია Memrise, Rosetta Stone, busuu, თუმცა Duolingo-სგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ IOS-სა და Android-ზეა ხელმისაწვდომი და არა Windows-ზე.   

სასწავლო პლატფორმაზე Coursera ან Edx-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი ენა, რომლის შესწავლაც გსურთ და მისი სწავლა დაიწყოთ. 

ახალი ენის დასაუფლებლად შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ BBC-ის ენების შემსწავლელი ვებგვერდით.

სხვადასხვა ენაზე უფასო მასალებზე წვდომა ასევე შეგიძლიათ Open Culture-ზე.

აშშ-ის მთავრობის მიერ შექმნილ Foreign Service Institute-ის უცხო ენების კურსები ლინგვისტების მიერ არის შექმნილი და ვებგვერდზე 48 ენის შესწავლაა შესაძლებელი. 

ასევე, Learn Language არაერთი ენის ლექსიკონს და აუცილებელ ფრაზებს გთავაზობთ.

წაიკითხეთ წიგნები

ინტერნეტში უამრავი უფასო ელექტრონული წიგნების მოძიება შეგიძლიათ. მაგალითად, Centsless Books, Project Gutenberg, ManyBooks, Feedbooks, PDFBooksWorld, Open Library, OverdriveFree-Ebooks.net, International Children’s Digital Library და სხვა.

თუ კომპიუტერში კითხვისგან თვალები გადაგეღლებათ, ინტერნეტ სივრცეში ასევე შეგიძლიათ აუდიო წიგნებს სრულიად უფასოდ მოუსმინოთ. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო Audible-მ აუდიო წიგნები ბავშვებისა და ნებისმიერი მსურველისთვის ექვს ენაზე უფასოდ გააზიარა. "ყველას, ნებისმიერ ქვეყანაში, ამით სარგებლობა შეუძლია," - წერს კომპანია სოციალურ ქსელში.

უფასო აუდიო წიგნების მოსმენა ასევე შეგიძლიათ ვებგვერდებზე LibriVox, Lit2Go და სხვა. თუ თქვენ თან კითხვა და თან რამე სასარგებლოს გაკეთება გსურთ, შეგიძლიათ LibriVox-ზე მოხალისედ დარეგისტრირდეთ, ხმამაღლა წაიკითხოთ წიგნი და ჩაიწეროთ თქვენი ხმა. ამით გაამდიდრებთ უფასო ბიბლიოთეკას და თქვენს წაკითხულს სხვები მოისმენენ.

მოამზადეთ რამე გემრიელი

ინტერნეტსივრცეში უმარავი ვებგვერდია, სადაც სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, ნახოთ ამა თუ იმ სამზარეულოს სხვადასხვა უგემრიელესი კერძის დამზადების მეთოდი და მისი რეცეპტი.

მაგალითად, BBC-ის საჭმლისთვის სპეციალურად აქვს გამოყოფილი ცალკე სექცია, სადაც დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი სხვადასხვა კერძის დამზადების მეთოდი. სიმარტივისთვის, რეცეპტებს ვიდეოებიც აქვს თანდართული. შეგიძლიათ სხვადასხვა ქვეყნის ან რეგიონის სამზარეულოებიც ნახოთ. რეცეპტები სირთულის მიხედვითაცაა დაყოფილი - მაგალითად, მარტივად მოსამზადებელი კერძები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თუ გსურთ მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შეფის კერძები თავადაც მოამზადოთ, მაშინ ეწვიეთ გორდონ რამზის ვებგვერდს და გაეცანით მის რეცეპტებს.

თუ რაიმე ახალს და ეგზოტიკურ ეძებთ - მაგალითად, აზიური სამზარეულოს კერძების მოსამზადებლად შეგიძლიათ იხილოთ გვერდი Asian Food Network. YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ Taste-ს ჩინური სამზარეულოს შოუ ან თუ კორეული სამზარეულო დაგაინტერესებთ, ეწვიეთ გვერდს Seonkyoung Longest.

მოუსმინეთ კლასიკური მუსიკის კონცერტებს

"ფილარმონია დაკეტილია, ამიტომ ჩვენ მოვალთ თქვენთან!" - წერს Berliner Philharmoniker.

London Symphony Orchestra, The Metropolitan Opera და სხვები - მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტების livestream-ების ხილვა სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. იხილეთ მათი ჩამონათვალი და გადადით შესაბამის ლინკებზე: London Symphony OrchestraThe Metropolitan OperaBerlin PhilharmonicWigmore Hall, Bavarian State OperaSeattle SymphonyVienna State OperaDetroit Symphony OrchestraGothenberg Symphony OrchestraBudapest Festival OrchestraOpera North.

კომენტარები