კორონავირუსი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაიხურა, ეროვნული გამოცდები გაუქმდა

Hannah McKay/Reuters

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა სკოლა დაიხურა. გაუქმდა ეროვნული გამოცდებიც.  

განათლების მინისტრის, გევინ უილიამსონის თქმით, გადაწყვეტილება პარასკევს, 20 მარტს შევა ძალაში. 

მინისტრის ინფორმაციით, სწავლას გააგრძლებენ ისეთ სამსახურში დასაქმებული ადამიანების შვილები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია და სოციალურად დაუცველი ბავშვები. ასევე, მოსწავლეებს, რომლებიც დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან არიან, საკვების უფასო ვაუჩერები დაურიგდებათ. 

სკოლები იხურება ჩრდილოეთ ირლანდიაშიც, მინისტრის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზაფხულის არდადეგებამდე. 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 625 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 104 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 65.

კომენტარები