კორონავირუსი

კორონავირუსის გამო ევროვიზია 2020 გაუქმდა

Eurovision

კორონავირუსის გამო მუსიკალიური კონკურსი - ევროვიზია 2020 გაუქმდა. 

როგორც ოფიციალურ განცხადებაში წერია, ორგანიზატორები ბოლო კვირების განმავლობაში ევროვიზიის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე მსჯელობდნენ, თუმცა, საბოლოოდ, კონკურსის გადადება გადაწყვიტეს. 

"არტისტების, თანამშრომლების, გულშემატკივრებისა და სტუმრების ჯანმრთელობა, სიტუაცია ნიდერლანდებში, ევროპასა და მსოფლიოში არის ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი", - წერია განცხადებაში. 

ევროვიზიის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს, ნიდერლანდებში უნდა გამართულიყო.

კომენტარები