კორონავირუსი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინეს

Sky News

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს, ნადინ დორისს, კორონავირუსი დაუდგინეს - ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირების შემდეგ, მან უსაფრთხოების ზომების დაცვის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და თვითიზოლაციაში იყო.

დიდ ბრიტანეთში მთლიანობაში 383 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არის დაფიქსირებული. მსოფლიოს მასშტაბით კი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 118 905 ადამიანს შეადგენს, 65 110 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 270 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები