სალომე ზურაბიშვილი

პრესსამსახური: ზურაბიშვილი სოფელ გოლასკურში თაფლის წარმოების პროცესს გაეცნო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას თაფლის წარმოების პროცესს დაეგნო და მცირე მეწარმეებს შეხვდა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ალეკო პაპავამ, პრეზიდენტს საქართველოში მეფუტკრეებისა და თაფლის წარმოების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქართული თაფლის წარმოების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციისათვის მხარდაჭერა სთხოვა.

კომენტარები