არჩევნები 2020

ოქრიაშვილი საარჩევნო შეთანხმებაზე: მე ამ ზარ-ზეიმს არ ვუერთდები, მკაფიოდ ვხედავ მინუსებს

მე არ მგონია, რომ ჩავარდეს [საკონსტიტუციო ცვლილება], იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უჭერს მხარს ამ პროექტს და ეს შეთანხმება მოხდა. მე ამ ზარ-ზეიმს არ ვუერთდები შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ მკაფიოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რა მინუსებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას - კოალიციები, რომლებიც ჩნდებიან, მუდმივი რიგგარეშე არჩევნები, რაც ისედაც სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკის დამუხრუჭებას იწვევს და ა.შ.

და აი, მერე დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პოლიტიკოსის, ვინც ახლა ზარ-ზეიმით არის - რა მაგარ შეთანხმებას მივაღწიეთო

ქართული ოცნების დეპუტატი კახა ოქრიაშვილი რუსთავი ორთან საუბარში ახალ საარჩევნო სისტემასაც - 120/30-ზე 1%-იანი საარჩევნო ბარიერით - იწუნებს.

კომენტარები