ზოგადად, მივესალმები, რომ უგულავამ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს ეს მორალური მომენტი მოუხსნა. ჩვენ მის პოლიტიკურ პარტნიორთა წრეში ნამდვილად არ მოვიაზრებით, მაგრამ სახელმწიფოებრივად ამ შემთხვევაში სწორი იყო, აქცენტი გაგვემახვილებინა არჩევნებზე ამ პირობის [პოლიტპატიმრების გათავისუფლება] დამოუკიდებლად, რადგან სხვა შემთხვევაში, თუ იქნებოდა სპეკულაციები ამ მიმართულებით, ან სპეკულაციებიც რომ გამოვრიცხოთ, იდეაში ხელისუფლება კეთილსინდისიერად არ იქცევა თავის ოპონენტებთან მიმართებაში. ეს იგრძნობა.
ვინ არის პოლიტპატიმარი და ვინ არ არის. ამ საკითხზე არ მინდა ჩაღრმავება, მაგრამ ხელისუფლება თვითშენარჩუნების რეჟიმზეა გადასული, ამიტომ ყველა მიმართულებით უშვებს შეცდომებს. თუ ჩვენ ამ ვითარებაში არ გავითვალისწინებთ იმას, რომ არ შეიძლება კედელთან მიყენება არცერთი ხელისუფლების, რომელიც თვითშენარჩუნების რეჟიმშია, რადგან ამან შესაძლოა, მისი მხრიდან არაადეკვატური ნაბიჯები გამოიწვიოს. ამ ბანალურ მოცემულობას თუ არ გავუწევთ ანგარიშს, უბრალოდ შეიძლება პროცესს ხელი შეეშალოს და ცუდი შედეგები დადგეს.
ამიტომ სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ბოლომდე ჩვენთვის მისაღები, გასაზიარებელი და სწორი არ იყოს, მაგრამ გარკვეულ მოცემულობაში ოპტიმალური გამოდგეს