საარჩევნო სისტემა

ბოკუჩავა: ოცნების შემუშავებული "ჩამკეტი" არასათანადოა, უნდა გამოიყენონ კონკრეტული რიცხვები

თუ მისაღებია 40%-იანი პრინციპი, თარგმნონ კონკრეტულ რიცხვებში, რაც რომ დავასახელოთ, იქნება ან 125/25-ზე ან 130/20-ზე, დადონ ეს მოლაპარაკების მაგიდაზე და, ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას გამოვიჩენთ. [ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ მოდელში] საუბარია სხვა რამეზე, 40%-იან ჩამკეტზე, რომელიც არის არასათანადო მექანიზმი იმისთვის, რომ უზრუნველყონ ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც ვერცერთი პარტია, რომელსაც არ გააჩნია 40%-იანი მხარდაჭერა, ვერ აკომპლექტებს მთავრობას. ეს ჩამკეტი არის არასათანადო, ჩვენთვის მისაღებია ის, რომ ჩამკეტის ნაცვლად გამოყენებული იყოს კონკრეტული რიცხვები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა საუბრობს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელზე, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა შეიმუშავა მოდელი, რომელშიც ჩადებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რაც პარტიას, რომელიც მიიღებს 40%-ს ან 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში, უკრძალავს პრაქტიკულ და თეორიულ შანსს, რომ დამოუკიდებლად შეკრას უმრავლესობა.

კომენტარები