საარჩევნო სისტემა

ხვიჩია: ივანიშვილი ისტორიაში ერთადერთია, ვისაც პროპორციულის იდეა თავში მოუვიდა

პირველი არხი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ერთადერთია, რომელსაც თავში მოუვიდა პროპორციული არჩევნების იდეა. ამის შესახებ ხვიჩიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი, საქართველოს ისტორიაში, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ზოგადად თქვა, მერე ეს რომ არ, ვერ განახორციელა, ამის გამო მან ცალკე კრიტიკა მიიღო". – ამბობს ხვიჩია.

მანამდე, ტელეკომპანია პირველის ეთერში უბარიერო პროპორციულ სისტემაზე საუბრისას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ეს ვერ განახორციელა, რადგან "საკუთარ გუნდშიც ვერ გაუგეს ამ იდეის სიდიადე".


2019 წლის 24 აგვისტოს, გავრილოვის ღამის გამო 4-დღიანი პროტესტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა. 

თუმცა, 2019 წლის 14 ნოემბერს ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა დაარღვია.

კომენტარები