ბრაზილია

ბრაზილიაში ძლიერ წვიმას და მეწყერს 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 30

Reuters

ბრაზილიის სან-პაულუს და რიო დე ჟანერიოს შტატებში ძლიერ წვიმას და მეწყერს სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება და სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სან-პაულუს შტატში 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მეხანძრე, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ, როდესაც მეწყერი მეორედ ჩამოწვა.

მეხანძრეებს ნანგრევებში მოყოლილთა ძებნაში ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება.

ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა გაანადგურა ათობით შენობა, ჩახერგილია გზები.

კომენტარები