გიგი უგულავას საქმე

უგულავა: მზად ვარ, თვითონ მივიდე ციხეში, სახელმწიფო ბიუჯეტს გავუფრთხილდები

მივმართავ შესაბამის სამსახურებს - შეგიძლიათ, ბოლომდე გაველურდეთ და რომ გავალ, აქვე დამახვედროთ თქვენი "ოპრიჩნიკები", ეგ თქვენი უფლებაა. მე ვაპირებ, ახლა დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე ბარნოვის 40-ში, ევროპული საქართველოს ოფისში, დავემშვიდობები ხალხს და დაგელოდებით, მეგობრენო, მობრძანდით.

ამავე დროს, მე მზად ვარ და პროაქტიულად მირჩევნია, მე თვითონ, გამოცდილება უკვე მაქვს - მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი, ყველაფერი მომზადებილია, ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში, სახელმწიფო ბიუჯეტს გავუფრთხილდები, ისედაც ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას მაბრალებენ და არამიზნობრივად ამჯერადაც ნუ გამოიყენებენ სახელმწიფო ბიუჯეტს.

მოკლედ, მაცნობეთ მეგობრებო, როგორ აღვასრულო თქვენი აბსოლუტურად უსამართლო, უკანონო, რეგვენული და ბრიყვული გადაწყვეტილება.

მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს, იმიტომ, რომ ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება იპოვო თავისუფლება და მე ამ თავისუფლებას აუცილებლად ვიპოვნი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რის მიხედვითაც, მას ე.წ ფონდის საქმეზე კიდევ 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

კომენტარები