ორგანიზებული ჯგუფური ძარცვა

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დილის საათებში ბრალდებულებმა, თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში 
ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება სხვადასხვა 
მტკიცებულებით, მათ შორის სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერით.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები