არჩევნები 2020

მდინარაძე სირცხვილის კორიდორზე: დემოკრატიაში რაღაცა ფასის გადახდა ყველა სახელმწიფოს უწევს

ალბათ, ნამდვილი სირცხვილი ის არის, ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები სხვა ვინმეს, ნებისმიერს, ქართული ოცნება იქნება თუ სხვა იქნება, სირცხვილის კორიდორებს რომ უკეთებენ, თუმცა, დემოკრატიაში რაღაცა ფასის გადახდა ყველა სახელმწიფოს უწევს, ვისაც უნდა დემოკრატიული ხარისხის გაუმჯობესება და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება.

თუ ოპოზიციას ნამდვილად უნდა, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდეთ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, შეუძლიათ, ეს აქციებიც გააგრძელონ, 30-კაციანი აქციები, 40-კაციანი აქციები და შემოვიდნენ და აქაც ვიკამათოთ

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე 4 თებერვლის აქცია-პიკეტზე, რა დროსაც, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებს.

კომენტარები