გიგი უგულავას საქმე

კალაძე უგულავაზე: 50 მლნ მოიპარა და ხელი მოაწერა, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი

ინტერპრესნიუსი

"კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ",- ასე უპასუხა კალა კალაძემ კითხვას, იდევნება თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკურად, რადგან სასამართლოში 2011 წელთან დაკავშირებული საქმის განხილვა მიმდინარეობს.

"თუ ადამიანს აქვს დანაშაული, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა რომ საზოგადოებას დაანახონ სიმართლე, არის ძალიან მარტივი. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ დაგვიჩაგრავს. სადაო რა არის, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ", - თქვა კალაძემ.

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.

2018 წლის 28 თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და გიგი უგულავას დღევანდელი სასჯელი მოხდილად ეთვლება.

მიუხედავად ამისა, საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში განახლდა. პირველი სხდომა 10 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები