ავიაკატასტროფა

ირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ ბოინგზე მყოფი მგზავრებიდან ვერავინ გადარჩა

თეირანის მახლობლად ჩამოვარდნილი უკრაინული ბოინგის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა ირანის სახელმწიფო მედიას ეყრდნობა. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველად ირანულმა სააგენტოებმა ISNA-მ და Shebab-მა გაავრცელეს. Flightradar24-ის ცნობით, ბოლოს თვითმფრინავი თეირანი მახლობლად ქალაქ პარანდთან შე შენიშნეს. უკრაინის ავიახაზების საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან დილის 5 საათსა და 15 წუთზე უნდა აფრენილიყო. თვითმფრინავი თეირანი-კიევის ფრენას ასრულებდა.

რუსული მედია რია ნოვოსტი ირანულ Tansim-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტენიკური გაუმართაობა გახდა. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტის უფროსმა დაადასტურა.

კომენტარები