ინდოეთი

ინდოეთი მთვარეზე მესამე მისიის გაშვებას გეგმავს

ინდოეთის მთავრობამ დაამტკიცა Chandrayaan-3, ქვეყნის მესამე კვლევითი მისია მთვარეზე, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წელს უნდა გაეშვას.

გარდა ამისა, ინდოეთი 2020 წელს 25-ზე მეტი სხვა კოსმოსური მისიის გაშვებასაც აპირებს.

მისიის წარმატების შემთხვევაში, ინდოეთი მეოთხე ქვეყანა იქნება, რომელიც მთვარეზე მისიის რბილ დაშვებას განახორციელებს - ეს აქამდე მხოლოდ აშშ-მ, ჩინეთმა და რუსეთმა შეძლეს.

Chandrayaan-3 მთვარეზე სამხრეთ პოლუსზე, იმ ადგილას უნდა დაჯდეს, სადაც მისი წინამორბედი მისია, Chandrayaan-2, რომელსაც ავარიულად მოუწია დაშვება 2019 წლის სექტემბერში.

ახალი მისიის ეკიპირების ნაწილი იგივე იქნება, რაც წინასი, თუმცა დაემატება 35 მილიონი აშშ დოლარის ეკიპირებაც. პროექტის საბოლოო ხარჯი კიდევ უფრო დიდი იქნება, თუმცა ზუსტ ციფრებზე საუბარი ჯერ ნაადრებია.

 

 

კომენტარები