პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბოკერია: რაც უფრო გვიან მოეგება გონს ივანიშვილი, მით უფრო გამწვავდება პროტესტი

ივანიშვილმა თვითონ მიიყვანა ვითარება ამ რადიკალიზაციამდე და ჩემი აზრით, საზოგადოებას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა ამ მეთოდებით წნეხის განხორციელებისა. სწორედ ამიტომ ვიჭერ მხარს და ვმონაწილეობ მეც ამ წნეხის განხორციელებაში. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ რაღაც ფორმალობებზე დაყრდნობით რეაქცია მოახდინოს ძალადობრივი, ან დააკავოს პოლიტიკოსები ან მოქალაქეები, ვნახოთ, რამდენს დააკავებენ ან მოიგებენ ამით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება. ოღონდ მან სარისკო გზაზე დააყენა საქართველო, მან და მისმა პოლიტიკურმა მონებმა - მე არ მერიდება ამ ტერმინის თქმა. რაც უფრო გვიან მოეგებიან გონს, მით უფრო გამწვავდება ეს პროტესტი. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე უფრო მწვავე იქნება - საბოლოო ჯამში უფრო მწვავე იქნება. ეს ლეგიტიმური ბრაზი, გრძნობა ლეგიტიმური, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, არსად არ გაქრება და გამოვლინდება სულ უფრო მწვავედ,.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტვ იმედის ეთერში. ოპოზიციურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი ჩაკეტეს, რათა ხელი შეუშალონ პარლამენტს მუშაობაში მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამ გადაწყვეტილებით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის 24 ივნისის დაპირება არ შეასულა. ახლა ოპოზიცია და მოქალაქეები ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების რიგგარეშედ, გარდამავალი მთავრობით და ე.წ გერმანული მოდელით სთავაზობენ.

კომენტარები