რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ მიდის. მოძრაობა შეცვალეს წევრები ამბობენ, რომ აპირებენ ბიძინა ივანიშვილის შეწუხებას, რადგან ის პირობებს არ ასრულებს.
tv პირველის ცნობით, მას შემდეგ, რაც მოძრაობა შეცვალემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ლიდერის სასახლისკენ მიდის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციელები დაიძრნენ და აქციის მონაწილეებს გაყვნენ.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე გრძელდება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია. ტერიტორიაზე გაშალეს რამდენიმე კარავი. ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ არ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით, დროებითი მთავრობის პირობებში.





