პროპორციული საარჩევნო სისტემა

მდინარაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე: ბარემ პუტინთან ერთად დაგეგმონ მაშინ

გეგმების გაერთიანება როდესაც ხდება ერთად, ჩვენ თუ ამას ახლა შევადარებთ ხმის ერთად მიცემას რომელიმე კონკრეტული კანონპროექტის მიმართ, ასე შეიძლება ვსდიოთ... ეს ორი რაღაც თუ გავუთანაბრეთ ერთმანეთს, აბსოლუტურ შეცდომაში შევიყვანთ მოსახლეობას. როდესაც რაღაცას გეგმავ პრორუსულ ძალასთან ერთად, ეს არის აბსოლუტურად სხვა რაღაც. ბარემ პუტინთან ერთად დაგმონ მაშინ

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამის შესახებ ტვ პირველს ესაუბრა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაპირება არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ითვალისწინებდა, მთელი ოპოზიციური სპექტრი საერთო მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა. ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.

კომენტარები