პროპორციული საარჩევნო სისტემა

მდინარაძე აქციაზე: ამას აორგანიზებს ნაციონალური მოძრაობა პრორუსულ ძალებთან ერთად

ვიცი, აქციაა, როგორ არ მივადევნე თვალი. ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე და, ბუნებრივია, ჩვენი პირველი ინტერესი არის საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი, სამწუხაროდ, რომელსაც აორგანიზებს ნაციონალური მოძრაობა თავისი სხვადასხვა შტოთი და პრორუსული ძალები ერთად. არგუმენტადაც კი გვეუბნებიან დღეს უკვე ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები, რომ ჩვენ რასაც გეუბნებოდით, ვიყავით მართლებიო? რომ ესენი ერთად დასხდებიან, პრორუსულ ძალებთან ერთად დასხდებიან

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის "სირცხვილია" აქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრორუსული ძალების მიერაა ორგანიზებული. რუსთაველის გამზირზე პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ 24 ივნისს გაცემული პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა

კომენტარები