მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ბუნებრივია მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დაუსრულებლად გაგრძელდეს დისკუსია იმის შესახებ, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი, ამ შემთხვევაში ჩვენ 2 თვის წინ ის პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას 93 დეპუტატის თანხმობით და ხელმოწერით, ეს იყო პრინციპული საკითხი, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება
tbl.ge/46jj
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა, 7 თანაგუნდელის მსგავსად, უმრავლესობა და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ქართულმა ოცნებამ დადებული პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.
ამავე თემაზე
- ბურჯანაძე: ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა
- უგულავა: თალაკვაძემ აღიარა, რომ ხალხს თავიდანვე ატყუებდნენ, ეს გულწრფელი რეგვენობაა
- თალაკვაძე: ჩავთვალეთ, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით სიტუაცია განიმუხტებოდა
- ოხანაშვილი: ოპოზიციას აქვს ვიწრო პარტიული ინტერესი, რაც არ უნდა შევთავაზოთ არ დათანხმდებიან
- ჩუგოშვილი ოცნებას: გაფრთხილებდით, რომ პროპორციულის ჩაგდება ნდობას სრულად გაანადგურებდა