მეუფე პეტრეს განყენება

მეუფე პეტრე: შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში

მე ვემორჩილები თუნდაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს, ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას, ინვენტარიზაციას [არ ვიცი]. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია, წამოვიდესო [ჭყონდიდის ეპარქიიდან]. კი ბატონო, ვეთანხმები, თუ ჯობია...

ამით მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში და არ დარჩენოდა მრევლს იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი

საპატრიარქომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას თხოვნა არ დააკმაყოფილა. მეუფე პეტრე ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში გამწესებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც წმიდა სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან განაყენა, პატრიარქმა ის "მოსანანიებლად" შიო-მღვიმეს მონასტერში განამწესა,.

კომენტარები