მეუფე პეტრეს განყენება

ბოკერია მეუფე პეტრეზე: პრაქტიკულად ძალადობის ბრალდებას თუ ისვრი, ფაქტების დადება უნდა შეძლო

მე ვერც ბრალმდებელი ვიქნები და ვერც ადვოკატი, როცა ასეთი სერიოზული ბრალდებები ისმის, არ შეიძლება, ბრალდება ისროლო ისე, რომ ფაქტები არ წარმოადგინო, გინდ პატრიარქი იყოს და გინდ ჩვეულებრივი მოქალაქე, ასეთ ბრალდებას უნდა მოჰყვეს ფაქტები, ისე ვესროლე ტალახი ადამიანს, ეს მძიმე ამბავია. უნდა მოეთხოვოს პასუხი, რის საფუძველზე წამოაყენა ეს ბრალდებები - მიჩუმათება არასოდეს არის გამოსავალი.

სანამ სადამსჯელო სანქცია იქნებოდა, იქამდე ჯობია ხოლმე, ისაუბრო ასეთ მძიმე პრობლემებზე [ძალადობა], თუ ასე თვლი თუ ასეთი რწმენა გაქვს, თუ არ იტყუები, თორემ მაშინ გამოდის ხოლმე, რომ როცა რაღაცას დაკარგავ, გამწარებულზე... არ არის ჩემი საქმე, განვსაჯო ან მხარი დავუჭირო.. როცა ასეთ ბრალდებას ისვრი, უნდა შეგეძლოს, ფაქტები დადო.

მე ვიცი პრინციპი, როცა ასეთ ბრალდებას ისვრი, მარტო ორიენტაციაზე კი არა, ძალადობის ბრალდება ისროლა პრაქტიკულად, ჰო? არ შეიძლება ასე უბრალოდ ისროლო ბრალდება, მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის ბრალდებებზე - პეტრე ცაავამ პატრიარქი "პედერასტიასა და მამათმავლურ ცოდვაში" დაადანაშაულა. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, სწორედ ეს გახდა სინოდის მხრიდან მისი განყენების მიზეზი.

კომენტარები