მეუფე პეტრეს განყენება

მეუფე პეტრე: საჯაროობას არ დავთმობ, ნებისმიერ დანგრეულ მონასტერში ვიქნები დამოუკიდებლად

თუ დამოუკიდებლად მომცემენ სივრცეს, სადაც დამოუკიდებლად შემიძლია მე ვიყო, ვიარსებო, ვილოცო და ვიკვებო ასე ვთქვათ, შემიძლია დავთანხმდე საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დანგრეულ მონასტერს.

თავს არ ვადარებ, მაგრამ მახსენდება უდანაშაულოდ დახვრეტილი მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე. მან სასამართლოს მიმართა, რომ სახლში მაქვს ძველი რუკა, რომელზეც საქართველოს ეკლესია-მონასტრებიაო. 83 წელს საერთოდ განადგურებული იყო მთელი ეკლესია-მონასტრები, დანგრეული იყო მთელ ტერიტორიაზე. ნებისმიერ დაადეთ ხელი და სიკვდილამდე ჩავრჩები იმ ეკლესიაში, თუ არ მიიღებთ რადიკალურ ზომას და როგორც უდანაშაულო ადამიანს არ დამხვრეტთ, არადა, ვემორჩილები და მივიღებ ღვთის ნებადო. ასევე შემიძლია ნებისმიერ დანგრეულ მონასტერში დამოუკიდებლად, თუ განმაწესებენ, ვიქნები, სადაც სრულიად დამოუკიდებლად მექნება არსებობის საშუალება.

შიო მღვიმე არის სივრცე, რომელიც დღეს საპატრიარქოს ემორჩილება, მცხეთა-თბილისის ეპარქიას წარმოადგენს. იქ მინიმუმ უხერხულობას შევუქმნი ადგილობრივ ბერებს, რადგან არ ვაპირებ ამ საჯაროობის დათმობას, ერთადერთი ბრძოლის იარაღი ეს სივრცე დამრჩა.

მეუფე პეტრე ცაავამ ეს განცხადება მარტვილში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ის მედიას ეპარქიის დატოვებამდე შეხვდა.

კომენტარები