მეუფე პეტრეს განყენება

მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს ხატები და წიგნი "მართლმადიდებლური აზროვნება" გადასცა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს საჩუქრად ხატები და მღვდელმონაზონ ანდრიას გამოცემული წიგნი "მართლმადიდებლური აზროვნება" გადაცდა.

"ძალიან ნიჭიერები და გამორჩეულები ხართ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად ქვეყანაში, სახელმწიფოში არსებული არის მართლმადიდებლური აზროვნების დეფიციტი, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც კი, სწორად გამიგეთ. ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი მღვდელმონაზონი ანდრიას გამოცემული წიგნი "მართლმადიდებლური აზროვნება" გადმოგცეთ და ძალიან გთხოვთ, წაიკითხოთ. ეს გამოადგება თქვენს პროფესიას მომავალში, რომ იყოთ უფრო წარმატებულები", - უთხრა პეტრე ცაავამ მედიის წარმომადგენლებს.

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს. მარტივილიდან გამგზავრებამდე მან მედიის კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქიას ეპისკოპოსი გრიგოლ კაციას გადაიბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

პატრიარქმა ის შიომღვიმის მონასტერში გაამწესა, თუმცა მეუფე პეტრემ იქ წასვლაზე უარი თქვა და სინოდს ინჩხურის მონასტერში გაგზავნა სთხოვა. მიტროპოლიტის ეს თხოვნა საპატრიარქომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მეუფე პეტრემ თქვა, რომ ის შიომღვიმეში არ მიდის და ჯერჯერობით არ იცის სად წავა. 

კომენტარები