სახელმწიფო ბიუჯეტი

ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი და რა დაუჯდება ეს სახელწმიფო ბიუჯეტს?

REUTERS

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი დაარეგისტრირა. როგორც დოკუმენტით ირკვევა იგეგმება გარკვეული პროფესიების მოქალაქეებისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდა. 

მათ შორის დაგეგმილია სკოლისა და ბაღის მასწავლებლების, პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეები, ხელფასის ზრდა. 

საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები — +300 ლარი, (2019 წლის პირველი ოქტომბრიდან) ხელფასის ზრდის ხარჯი 140 მილიონი ლარი.

საბავშვო ბაღში დასაქმებულები — + 100 ლარი, ხელფასის ზრდის ხარჯი 15 მილიონი ლარი.

მეხანძრე-მაშველები, ჯარისკაცები და მათთან გათანაბრებული პირები — +125 ლარი, ხელფასის ზრდის ხარჯი 50 მილიონი ლარი.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებაზე სულ 1,562 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

შრომის ანაზღაურების გარდა დაგეგმილია სხვადახვა სახის სოციალური პენსიის გაზრდა, მათ შორის. პენსიონერთა პენსიები, და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების პენსია თვეში 20 ლარით გაიზრდება. რაზეც დამატებით 220 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევე პირველი ივლისიდან გაიზრდება 70 წელზე უფრო მაღალი ასაკის პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა პენსია 30 ლარით გაიზრდება, რაზეც დაახლოებით 80 მილიონი ლარი მიემართება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო ხარჯები 2020 წელს, დაახლოებით 505 მილიონი ლარით გაიზარდა.

კომენტარები